Nightwatching
პოლიტიკური შეთქმულების და საზარელი დანაშაულის გამოძიების ისტორია მსოფლიო ხელოვნების ყველაზე ამოუცნობი შედევრის, რემბრანტის ”ღაამის გუშაგის” მეშვეობით. დიდი ხელოვანის ცხოვრების რომელი მოვლენები აისახა მის ნახატებში, თავისი სიღრმისეული…
პოლიტიკური შეთქმულების და საზარელი დანაშაულის გამოძიების ისტორია მსოფლიო ხელოვნების ყველაზე ამოუცნობი შედევრის, რემბრანტის ”ღაამის გუშაგის” მეშვეობით. დიდი ხელოვანის ცხოვრების რომელი მოვლენები აისახა მის ნახატებში, თავისი სიღრმისეული…
ჩადენილია საშინელი დანაშაული - მოკლულია ახალგაზრდა ქალი... მთავარი ეჭვმიტანილია - მდიდარი მშობლების ჭირვეული შვილი, ჯეიმს უოლტერ უეილანდი. მაგრამ, არის კი ის ნამდვილი მკვლელი?..
მულტფილმების მოძულე დეტექტივი ანიმაციური კურდღლის, როჯერის ერთადერთი იმედია, მას უსაფუძვლოდ სდებენ ბრალს მკვლელობაში. ანიმაციური და რეალური პერსონაჟების ერთობლივი მონაწილეობა ფილმს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის.
ახალგაზრდა ჟურნალისტი ქალი ცდილობს გაარკვიოს რამოდენიმე ცნობილი მეცნიერის უგზო-უკვლოდ გაუჩინარების მიზეზი. გამოცდილი პილოტის, მეტსახელელად "ზეციური კაპიტანის" დახმარებით მან უნდა დაამარცხოს შეშლილი პროფესორსი, რომელსაც სამყაროს დაპყრობა განუზრახავს.
სტივენ კინგის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი მეჩვიდმეტე საუკუნის პროვინციულ ქალაქ სეილემში მომხდარ ზებუნებრივ მოვლენებზე გვიამბობს, რამაც ეს პატარა დასახლება საყოველთაოდ ცნობილი გახადა.
ექიმ მაიკლ სტროტერს იშვიათი ნიჭი აქვს - მას თავისი პაციენტების ცნობიერებაში, რომლებიც გიპნოზის ქვეშ იმყოფებიან, სახეების ამოკითხვა შეუძლია...
უცნაური და საოცრად რეალური სიზმრები დაუკარგავს ჩინს მოსვენებას. ერთ ღამეს ესიზმრება, თითქოს ავტოკატასტროფაში მოყვა. ამის შემდეგ ის გაემართება სიზმარში ნახულ ადგილზე, სადაც აღმოჩნდება, რომ აქ მართლაც…
ნიჭიერი მეცნიერი მაიკლ ჯენინგსი უკიდურესად გასაიდუმლოებულ პროექტში იღებს მონაწილეობას, სამუშაოს დასრულებისას იგი 4 მილიარდ დოლარს მიიღებს, მაგრამ სანაცვლოდ მისი მეხსიერების ის ნაწილი, რომელიც პროექტის მიმდინარეობას ასახავს,…
გამოძიებათა ფედერალური ბიუროს საიდუმლო ჯგუფის წევრები, რომლებიც ერთ-ერთ დაუსახლებელ კუნძულზე გადიან წვრთნას, გაურკვეველ ვითარებაში რიგრიგობით იკარგებიან.
სტივენ კინგის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი მოგვითხრობს უიღბლო პერიოდის შესახებ წარმატებული მწერლის ცხოვრებაში. მოვლენები თითქოს განგებ ვითარდება მის წინააღმდეგ და რეალობა კოშმარულ სიზმარს ემსგავსება.
სადაზღვევო კომპანიის ყოფილი თანამშრომელი მეუღლის მკვლელს ეძებს. საქმეს მისი მეხსიერების პრობლემები ართულებს: თავის ტრამვის შემდეგ მას ახსოვს წარსული, მაგრამ ვერ იმახსოვრებს იმ მოვლენებს, რაც თხუთმეტიოდე წუთის…
საიდუმლოებით მოცული უცნობის გამოჩენამ ბევრი რამ შეცვალა პატარა ბიჭუნას ცხოვრებაში, რომელსაც ყოველთვის აკლდა მშობლების სითბო და სიყვარული...
ძვირფასეულობის მაღაზიის წარუმატებელი ძარცვის შემდეგ კრიმინალური დაჯგუფების წევრები მიდიან დასკვნამდე, რომ ერთ-ერთი მათგანი პოლიციის აგენტია, რომელმაც მათი გეგმა გასცა.
ფილმის მოქმედება 1934 წელს იწყება და მეორე მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება. ბრიონი – 13 წლის გოგონაა, რომელიც არაჩვეულებრივი ნიჭით არის დაჯილდოებული. ის პიესებს წერს. ბრიონმა იცის,…
თავისუფლების ახალი განზომილება, სადაც სიკვდილიც კი არ არის ჯერ გამოგონილი... ორი მეგობარი უდაბნოში განმარტოვდა... ეს თამაშია... ბრძოლა გადარჩენისათვის... დასაწყისში ისინი სიძნელეებს იუმორით უყურებენ, შემდეგ კი მათი…
ჩვეულებრივ, ყველა დანაშაულს აქვს თავისი მოტივი და თუკი საქმე ამოცნობის პროცედურამდე მივიდა, ესე იგი არსებობს თუნდაც ერთი ეჭვმიტანილი, მაგრამ ამჯერად ჩვენს წინაშეა არაჩვეულებრივი დანაშაული...
და ელოზიუსი, სკოლის მკაცრი დირექტორი და მონაზონური ტრადიციების თავგამოდებული დამცველი, მთელი თავისი ცხოვრების არჩევნის წინაშე დგას: ის ან გამოაჩენს თავის შიშს და ღიად დაადანაშაულებს მღვდელს, აფროამერიკელი…
ეს არის ოთხი ცნობილი რეჟისორის გადაღებული ოთხი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ყოველ მათგანს განუმეორებელი სტილი აქვს და 25 წუთი შიშის თემის გასავითარებლად...
რობერტ სკოტი აშშ სამხედრო ძალების გასაიდუმლოებულ ქვეგანაყოფში მსახურობს. მას პრეზიდენტის გატაცებული ქალიშვილის პოვნა და გათავისუფლება დააავალეს. დაკარგული გოგონას კვალმა იგი კრიმინალურ დაჯგუფებებამდე მიიყვანა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში…
ჰიპნოზის ზემოქმედების ქვეშ მყოფი სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელი ძვირფასეულობას იპარავს, დილით კი აღარაფერი ახსოვს მომხდარის შესახებ და სწორედ იმ ქურდობის გამოძიებას იწყებს, რომელიც თავად ჩაიდინა.
მსახიობის, სატელევიზიო პროგრამების სცენარისტის, რეალითი შოუს მონაწილისა და ცნობილი ვიდეოთამაშების შემქნელის გზები მისტიკურად გადაიხლართება. მათი და მათი ახლობლების ცხოვრება საიდმლო ციფრ 9–სთანაა დაკავშირებული...
სან-ფრანცისკო შეძრა სასტიკი მკვლელობების სერიამ. ყოველი მათგანი ზუსტად იმეორებს მკვლელობებს რომლებიციც წარსულში სხვა მანიაკებმა ჩაიდინეს. მკვლელობების ტალღის შესაჩერებლად პოლიციის თანამშრომელი ჯეი მონახანი დახმარებისათვის ექიმ ჰელენ ჰადსონს…
ჟურნალისტი ქალი, ცდილობს ბოლომდე ჩაეძიოს სინამდვილეს, ცნობილი კომედიური ჟანრის დუეტის დაშლის შესახებ... ისინი ერთმანეთს მას შემდეგ დაცილდნენ, რაც ოტელში, თავიანთ ნომერში, ქალის ცხედარი აღმოაჩინეს...
1991 წლის თებერვალი. მსოფლიო სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომს ადევნებს თვალს. პოლკოვნიკ სერლინგს ავალებენ გამოიძიოს, ნამდვილად იმსახურებს თუ არა კაპიტანი კარენ უოლდენი კონგრესის ჯილდოს, ბრძოლაში ჩადენილი მამაცობისთვის.