Oscar
მომაკვდავი მამის სასთუმალთან "განგსტერი" ფიცს სდებს - შეწყვიტოს კრიმინალური ცხოვრება და გახდეს ლეგალური ბიზნესმენი. მაგრამ, ამ საქმის დატრიალება მისთვის ყველა სამუშაოზე გაცილებით რთული ათმოჩნდა...
მომაკვდავი მამის სასთუმალთან "განგსტერი" ფიცს სდებს - შეწყვიტოს კრიმინალური ცხოვრება და გახდეს ლეგალური ბიზნესმენი. მაგრამ, ამ საქმის დატრიალება მისთვის ყველა სამუშაოზე გაცილებით რთული ათმოჩნდა...
სარეკლამო აგენტ ბინს, დასაკარგი არაფერი აქვს. გარდა თავისი ლამაზი ცოლისა... რომელსაც თავის უფროსთან ლოგინში მიუსწრებს... გულგატეხილი ჯდება მანქანაზე და მიდის გაურკვეველი მიმართულებით. მაგრამ უსიამოვნებები მისთვის მხოლოდ…
ადვოკატი სტენლი მოულოდნელად აცნობიერებს, რომ მისი საყვარელი გოგონა უკვე დიდი და მიმზიდველი ლედია... ეს ყველაფერი მას შემდეგ ხდება, რაც სტენლი იგებს, რომ მისი გოგონა გათხოვებას აპირებს.…
იოლანდა ღამის კლუბში მღერის, სადაც ერთხელ მონაზვნებს შენიშნავს, რომლებიც სავიზიტო ბარათს დაუტოვებენ... მოულოდნელად იოლანდას საყვარელი იღუპება და ის ნუგეშს მორჩილთა მონასტერში პოულობს...
საიმპერატორო პინგვინების მუსიკალურ სამყაროში, რომლებიც წყვილებს სიმღერით პოულობენ, დაიბადა პინგვინი სახელად მამბლი, რომელსაც არანაირი ნოტის გამოთქმა არ შეუძლია... სამაგიეროდ ის არაჩვეულებრივად ცეკვავს...
დეივი და ენდრიუ ბავშვობიდან მეგობრობენ. მოულოდნელად გამოვლინდა, რომ ისინი ზებუნებრივ ძალას ფლობენ, რომლის წყალობითაც ნებისმიერი საგნის გაქრობა შეუძლიათ...
ეს ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც ტყეებში ჯერ კიდევ ფერიები, ბოროტი ჯადოქრები და მოჯადოებული ცხოველები არსებობდნენ. ულამაზესი პრინცესას ამბავი, რომელიც ჯადოქარმა გედად გადააქცია.
ჰარი ლენგერი გამოუსწორებელი მექალთანეა და მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, გული ახალგაზრდა ქალებისაკენ მიუწევს მანამდე, სანამ ერთ-ერთი მორიგი მეგობარი გოგონას დედას არ შეხვდება.
ფილმის მოქმედება 1960 წლის ლონდონში ხდება. დამლაგებელი იმ საიუველირო კომპანიის გაძარცვას გეგმავს, რომელშიც თავად მუშაობს. ამაში მას ამ კომპანიის ამერიკელი მენეჯერი ეხმარება...
ალექს ფლეტჩერი 80-იანი წლების პოპ-ვარსკვლავია, რომლის მატარებელიც დიდი ხანია წავიდა. ახლა მას კვლავ აქვს შანსი დაბრუნდეს სცენაზე, რადგანაც ახლადგამომცხვარი ვარსკვლავი ერთობლივი სიმღერის ჩაწერას სთავაზობს...
ცხოვრებისეული კომედია ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპების შესახებ -სიყვარული, განშორება, შერიგების მცდელობა - ყველაფერი ისე, როგორც სინამდვილეშია.
ბატონი ბინი დასასვენებლად საფრანგეთის სამხრეთით მიემგზავრება და თავგადასავლების კვალს ტოვებს. ის თავის თავზე სამოყვარულო ფილმს იღებს, რომლის ჩვენებასაც კანის ფესტივალის დიდ ეკრანზეც კი ახერხებს...
კონი და კარლა - ვარიეტეს მსახიობები არიან, რომლებიც შემთხვევით მაფიოზების ჩადენილი დანაშაულის მოწმეები აღმოჩნდნენ. საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად გაქცეული გოგონები ლოს-ანჟელესში ხვდებიან, სადაც გადაწყვიტავენ თავი ტრანსვესტიტებად გაასაღონ.…
ჩაკ პალანიკას რომანის ეკრანიზაცია. ფილმი თაღლითის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც ყველგან მუშაობდა, სადაც კი მოახერხებდა. დროდადრო აწყობდა დახრჩობის სცენებს, სარგებლობდა "მხსნელების" გულისხმიერებით და ფულით. ამის გარდა ფილმის…
რიგითი ჯო ბაუერსი, პენტაგონმა აირჩია ზესაიდუბლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ათასწლიანი ძილიდან გამოფხიზლებული ხვდება ცივილიზაციაში, სადაც ადამიანების ინტელექტუალური დონე გაცილებით დაბალია მის დონესთან შედარებით... შედეგად, ის პლანეტაზე…
დედიკოს ბიჭი ბობი საფეხბურთო კლუბში წყლის მიმტანად მუშაობდა. ერთ მშვენიერ დღეს ახალმა მწრთვნელმა მისი სიმარდე შენიშნა და გადაწყვიტა იგი ვარსკვლავად ექცია.
დანტისტს, რომელსაც კლინიკური სიკვდილის გადატანის შემდეგ, გარდაცვლილთა დანახვა შეუძლია, განსაკუთრებით აწუხებს ბიზნესმენის სული... ის დაჟინებით ითხოვს თავისი ქვრივის ქორწილის ჩაშლას...
ოუენი თავს ვერაფრით აღწევს დედამისის გავლენას, რომელიც კუდიანი დედაბრის სრულყოფილ განსახიერებას წარმოადგენს. ოუენის მეგობარი, ლარიც საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაშია - ყოფილი ცოლი ყველანაირად ცდილობს, მისი სიცოცხლე აუტანელი…
მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულ პოლიციის თანამშრომელს ბევრი რამ შეცვლილი დახვდა. ახლა აქ ნარკოტიკები, ძალადობა და ტერორი მბრძანებლობს. წესრიგის აღსადგენად მას სერიოზული ბრძოლა მოუწევს.
მეთიუ კიდმანი პოლიტიკოსის კარიერაზე ოცნებობს, მაგრამ სამწუხაროდ მეზობელ გოგონაზეა შეყვარებული. საქმე იმაშია, რომ ქერათმიანი დანიელა წარსულში ცნობილი პორნოვარსკვლავი გახლდათ.
მას შემდეგ, რაც ანა და უოლტერი იძულებულები არიან, ნიუ-იორკის ცენტრში მდებარე ბინა დაცალონ, გადაწყვეტენ საკუთარი სახლი იყოდონ. ერთ-ერთი ნაცნობი მათ მოძველებულ სახლს კარგ ფასად შესთავაზებს და…
სამხრეთელი პროფესორი თანამოაზრეებთან ერთად გემზე განლაგებული კაზინოს ძარცვას გეგმავს. ამ განზრახვის შესახებ მოულოდნელად მათი ბინის პატრონმა, მოხუცმა ქალბატონმა მენსონმა შეიტყო, რომლის თავიდან მოშორებაც არც ისე იოლი…
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მისტერ მაგორიუმის ჯადოსნურ მაღაზიაში - ეს არის ყველაზე უჩვეულო, ყველაზე ფანტასტიკური მაღაზია მსოფლიოში! ამ სათამაშოების სამოთხეში ყველაფერი ცოცხლდება და წარმოუდგენელი სასწაულები ხდება...
მომხიბლავი პროვინციელი გოგონა ნიუ-იორკში საკმაოდ დიდ წარმატებას აღწევს - საინტერესო სამუშაო, მდიდარი საქმრო, ელიტარული კავშირები... მან არჩევანი უნდა გააკეთოს წარსულსა და მომავალს შორის.