ვიდეო ფლეერი ვერ ჩაიტვირთა

პლეერი ვერ ჩაიტვირთა

ხიდი ძალიან შორს არის

A Bridge Too Far
გამოშვების წელი
1977

აღწერა

ფილმი გვიყვება ნამდვილ ამბავს საბრძოლო ოპერაციაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ჩატარებული. ამ ოპერაციამ უამრავი სიცოცხლე იმსხვერპლა, მაგრამ თითქმის არანაირი შედეგი არ გამოუტანია ომის მსვლელობისას. ფელდმარშალმა მონტგომერიმ და გენერალმა ეიზენხაუერმა დაგეგმეს ჩაუშვან ჰოლანდიის მოკავშირე 35000 ჯარისკაცი, ექვსი ხიდის დასაპყრობად, რომლებსაც გერმანიაში მიყავთ, რის მერე ბრიტანული ჯარები ბელგიის გავლით ბოლო ხიდთან უნდა მისულიყვნენ, რომელიც არნხემთან დგას. იქიდან ორ ჯგუფს უნდა შეეღწია რურას რაიონში და ფაბრიკები დაებყრო, რომლებიც გერმანიისთვის მუშაობდნენ. მერფის კანონი ფართო მაშტაბით გამოიყენებოდა: საშინელი ამინდი, მცდარი გადაწყვეტილებები, პანიკა, და უიღბლობა - ყველაფერი მოკავშირეების გეგმეს უშლიდა ხელს. ოპერაცია კოდირებული სახელით ”Market Garden” დიდი კატასტროფა აღმოჩნდა. თვითონ ფილმი არაა დიდი კატასტროფა, მაგრამ ჰოლივუდის კინემატოგროფისტებმაც ბევრი წარუმატებლობა განიცადეს. ფილმი სამი საათი გრძელდება, თორმეტი სუპერვარსკვლავი, რომლებმაც უმეტესს შემთხვევაში პაწაწინა როლები ითამაშეს, მაყურებელი სამართლიანად გააღიზიანეს. ყველა მინუსების მიუხედავად, ფილმი საინტერესოა ტექნიკური მხარით და გადაღებების მაშტაბით. სამხედრო ფილმების მოყვარულები კმაყოფილები დარჩებიან

მსგავსი ფილმები